სახ. ორგანიზაცეიბის საერთო წესები

HELADOS

Administrator
Joined
Feb 12, 2026
Messages
9
1. ფრაქციების საერთო წესები
1.0
ლიდერები ვალდებულნი არიან დაიცვან ადმინისტრაციის მიერ დადგენილი აქტივობის ლიმიტები. ეს მნიშვნელოვანია სერვერის წესრიგისა და ფრაქციის ეფექტურობისთვის.

1.1 როლური თამაშის (RP) ცვლილებისას, იატაკქვეშეთიდან (Illegal) ლეგალურ სტრუქტურაში (Legal) გადასვლისას სახელი შეცვლა სავალდებულოა. თუ სახელი ორ კვირაში არ შეიცვლება, შესაძლოა გამოყენებულ იქნას "Demorgan"-ის სასჯელი.

1.2 EMS-ის (საავადმყოფო) და LSCH-ის (მერია) წინ ავტომობილების არაწესრიგო პარკირება აკრძალულია. პარკირება უნდა მოხდეს მხოლოდ ფრაქციის გარეთ არსებულ ავტოსადგომებზე. ეს წესი ვრცელდება ყველა სახელმწიფო ფრაქციაზე.

სასჯელი: ავტომობილის წაშლა და ჩამორთმევა ("Pro Block").

1.3 ფრაქციის Discord არხებზე მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული სტრიმერების გაზიარებაა ნებადართული.

სასჯელი: ფრაქციის Discord-იდან დაბლოკვა და სამსახურიდან გაგდება.

1.4 ფრაქციებს შორის წარმოქმნილი პრობლემები პირველ რიგში თავად უნდა მოგვარდეს; ადმინისტრატორის ჩარევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი.

სასჯელი: ზეპირი გაფრთხილება, განმეორებისას — ოფიციალური გაფრთხილება ან ფრაქციისთვის ქულების დაკლება.

შენიშვნა: სამართალდამცავებს ეკრძალებათ ერთმანეთზე სასამართლოში ჩივილი ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე.

1.5 სამართალდამცავებს ეკრძალებათ ერთმანეთის შეურაცხყოფა (გინება) და პროვოკაციული ქმედებები. დაშვებულია მხოლოდ ამერიკული Roleplay-ს შესაბამისი კამათი იერარქიის დაცვით.

სასჯელი: შიდა ფრაქციული გაფრთხილებიდან 2x Warn-მდე.

1.6 ფრაქციის წევრების მიერ ჯგუფურად (4 კაცზე მეტი) სამსახურის მიტოვება აკრძალულია.

სასჯელი: 1x Warn (ანგარიშის გაფრთხილება).

1.7 ფრაქციის წევრებმა RDM და VDM შემთხვევების შესახებ პირდაპირ ფორუმზე უნდა განაცხადონ. კამათი დაშვებულია, თუმცა თუ ის გადაიზარდა მტრობაში, გატარდება მკაცრი ზომები.

1.8 ყველა მოთამაშე თანასწორია, თუმცა სპონსორი სტრიმერების ფრაქციებში ყოფნა პროპაგანდის მიზნით დაშვებულია და ამაზე პრეტენზია არ მიიღება.

1.9 ფრაქციის საწყობის, სახელოსნოს ან დეპოს დაცლა (ნივთების მოპარვა) მკაცრად აკრძალულია.

2.0 ფრაქციის შეცვლისას მოთამაშე ვალდებულია დააბრუნოს ყველა კუთვნილი ნივთი.

მაგალითად: პირი, რომელიც კრიმინალური სამყაროდან ლეგალურში გადადის, ვერ ატარებს მძიმე შეიარაღებას. წინააღმდეგობის შემთხვევაში იარაღი წაიშლება ან მოთამაშე დაიბლოკება 14 დღით.

2.1 ფრაქციის ჯავშანჟილეტებისა და ნივთების ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია.

სასჯელი: 60 დღემდე ბანი.

2.2 ლეგალური ფრაქციის წევრების მიერ სამოქალაქო ფორმაში ყოფნისას სამსახურებრივი ნივთების გამოყენება აკრძალულია.

სასჯელი: 2x Warn-დან 7 დღიან ბანამდე.

2.3 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან სამოქალაქო ფორმაში, ლეგალური ფრაქციის წევრები ვალდებულნი არიან დაიცვან ეთიკის ნორმები. უხეში მიმართვა დაუშვებელია.

სასჯელი: შიდა გაფრთხილებიდან 1x Warn-მდე.

2.4 ფრაქციებს შორის იერარქია უნდა იყოს დაცული. რანგისა და უფლებამოსილების მიხედვით პატივისცემა და მორჩილება სავალდებულოა.

სასჯელი: შიდა გაფრთხილებიდან ფრაქციის ჩამორთმევამდე.

2.5 გეტოს (Ghetto) ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის დევნისას, აკრძალულია. [ხიდის ნახევარი]

სასჯელი: CombatLog-ის მუხლით დასჯა.

2.5.1 სამართალდამცავებისთვის გეტოში შესვლა აკრძალულია დევნის დროსაც კი.

სასჯელი: FearRP-ის მუხლით დასჯა.

2.6 USNG, FIB და LSSD ფრაქციების ქალაქში პატრულირება არ უნდა აღემატებოდეს 40 წუთს.

სასჯელი: ფრაქციას დააკლდება ქულები.

2.7 დევნისას "მწვანე ზონებში" (Green Zone) შეფარება აკრძალულია.

სასჯელი: CombatLog.

2.8 ლეგალური სტრუქტურების ავტომობილების გატაცება აკრძალულია.

სასჯელი: ავტომობილის დაუყოვნებლივი წაშლა; თუ ქმედება ჯგუფურია — ბანდისთვის ქულების დაკლება.

2.9 Weazel News-ის და EMS-ის თანამშრომლებს ეკრძალებათ იარაღის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლეს.

სასჯელი: ზეპირი გაფრთხილება ან "Bad Fraction" Demorgan.

3.1 სახელმწიფო შენობებზე (LSCH, LSPD, LSSD, USNG, WN, EMS, FIB) თავდასხმა/რეიდი აკრძალულია.

სასჯელი: სახელმწიფო შენობაზე თავდასხმის მუხლით დასჯა.

3.2 სამსახურებრივ ფორმაზე სხვა ტანსაცმლის გადაცმა აკრძალულია.

სასჯელი: Bad Fraction Demorgan.

3.3 ფრაქციებს ეკრძალებათ დადგენილზე მეტი ჯარიმის ან პატიმრობის ვადის დაკისრება.

3.4 ჯარიმის წერისას ერთი და იგივე მუხლის რამდენჯერმე გამოყენება აკრძალულია.

სასჯელი: Bad Fraction Demorgan-დან 1x Warn-მდე.

3.5 Discord-ის სამსახურებრივ რაციაში შეურაცხყოფა (ADK, MDK, DDK) ისჯება ისევე, როგორც თამაშის შიგნით.

3.6 ლეგალური ფრაქციის წევრები სამოქალაქო ფორმაში ყოფნისას ვერ ჩაერთვებიან სროლაში (გარდა აუცილებელი თავდაცვისა).

3.7 შემთხვევის ადგილზე მისულ EMS-ის (სასწრაფო) პერსონალზე სროლა აკრძალულია.

სასჯელი: Fail RP.


მწვანე ზონის (Green Zone) წესები​

მწვანე ზონა არის ადგილი, სადაც თავს იყრის ხალხის დიდი რაოდენობა და კრიმინალური ქმედებები კატეგორიულად აკრძალულია. ეს ზონები ყველას უსაფრთხოებისთვისაა!

უსაფრთხო ადგილები:


  • LSCH (მერია)
  • აეროპორტი
  • EMS (საავადმყოფოები)
  • LSPD / LSSD (პოლიციისა და შერიფის დეპარტამენტები)
სამუშაო და საზოგადოებრივი ადგილები:

  • ავტობუსის გაჩერებები, ტაქსის სადგომები
  • ფერმა, თევზჭერის ადგილები, პიცერიები, საწყობები
  • ამფიტეატრი, სცენები, NPC-თან ინტერაქციის ზონები
  • სკუტერების გაქირავება, მართვის მოწმობის სკოლა, ავტოსადგომები
  • კაზინო და მისი პარკინგი
საცხოვრებელი ზონები:

  • მოთამაშეების სახლები
  • ავტოსალონები, ტუნინგ ცენტრები, კლუბები
სამუშაო ზონები (გარდა გეტოს ტერიტორიისა):

  • მშენებლობა, პორტი
განმარტება: გეტოს ტერიტორიაზე არსებულ სამუშაო ადგილებზე (გარდა გატაცებისა და ძარცვისა) შესაძლოა მოხდეს შეიარაღებული დაპირისპირება. ამ ადგილებში მწვანე ზონის წესები უფრო მოქნილია.
 
Back
Top Bottom