Levi
Moderator
- Joined
- Feb 12, 2026
- Messages
- 29
- Thread Author
- #1
თავი I. ზოგადი დებულებები
ნაწილი I. ზოგადი
მუხლი 1.1. პროკურატურა არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის დევნას, გამოძიების კანონიერების ზედამხედველობას და სახელმწიფოს ინტერესების დაცვას სასამართლო პროცესებში.
ნაწილი II. სამართლებრივი საფუძველი
მუხლი 2.1. სან ანდრეასის შტატის პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია კონსტიტუცია, შტატის კანონმდებლობა და სხვა მარეგულირებელი აქტები.
ნაწილი III. ინფორმაციის დაცვა
მუხლი 3.1. გამოძიების მასალები, დოკუმენტაცია, მონაწილე პირების მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია გადაეცემა სხვა ორგანოებს ან მოქალაქეებს მხოლოდ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით.
მუხლი 3.2. პროკურატურა უფლებამოსილია შეზღუდოს ინფორმაციის გასაჯაროება მიმდინარე გამოძიების დროს.
მუხლი 3.2.1. გამოძიების დასრულების შემდეგ, პროკურატურა ვალდებულია გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამის აკრძალვა განსაზღვრულია კანონით.
თავი II. პროკურატურის ძირითადი საქმიანობა
ნაწილი IV. პროკურატურის ფუნქციები
მუხლი 4.1. პროკურატურა:
არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო;
ზედამხედველობს გამოძიების სამართლიანობასა და კანონიერებას;
წარმოადგენს ბრალს და სახელმწიფოს ინტერესებს სასამართლოში;
აწარმოებს გამოძიებას მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შემთხვევაში.
მუხლი 4.2. პროკურატურა ახორციელებს მონიტორინგს სახელმწიფო სტრუქტურებზე.
შენიშვნა: მონიტორინგი მოიცავს: მიმდინარე საგამოძიებო საქმეების კანონიერების შემოწმებას; სტრუქტურაში დასაქმებული პირების წინააღმდეგ პროკურატურაში შემოსული ოფიციალური საჩივრების გამოძიებას.
სახელმწიფო სტრუქტურებად განისაზღვრება: FBI, LSPD, LSSD, ეროვნული გვარდია, გუბერნატორის უწყება, EMS, [SS] საიდუმლო სამსახური.
მუხლი 4.2.1. საჩივრის გამოძიებისას
გენერალურ პროკურორს და მის მოადგილეს აქვთ უფლება:
მოითხოვონ სამხრე კამერის ჩანაწერები;
დაიბარონ თანამშრომლები დაკითხვაზე/განმარტებაზე;
საჭიროების შემთხვევაში, შეაჩერონ თანამშრომლის უფლებამოსილება არაუმეტეს 48 საათისა.
მუხლი 4.2.2. მოქმედი საგამოძიებო საქმის ინსპექტირება
ინსპექტირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გამოძიების არაკანონიერებაზე.
პროკურატურა ვალდებულია უწყებას წარუდგინოს წერილობითი მოტივაცია.
მუხლი 4.3. პასუხისმგებლობის გამხელა
მონიტორინგისას აღმოჩენილ დარღვევებზე პროკურატურას აქვს უფლება:
გამოვავლინოს პასუხისმგებელი პირი;
შეადგინოს დასკვნა;
გამოაქვეყნოს ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ არხებზე.
მუხლი 4.3.1. მაღალი თანამდებობის პირების საქმეები
თუ საჩივარი ან გამოძიება ეხება მაღალჩინოსანს, საქმე გადაეცემა უზენაეს სასამართლოს.
პროკურატურა სასამართლოზე წარადგენს ბრალს და ამტკიცებს ბრალეულობას.
მაღალ თანამდებობის პირებად ითვლებიან: სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტის/დივიზიის/დანაყოფის ხელმძღვანელი.
თავი III. სტრუქტურა და ორგანიზაცია
ნაწილი V.
მუხლი 5.1. გენერალური პროკურორი — პროკურატურის ხელმძღვანელი.
მუხლი 5.2. გენერალური პროკურორის მოადგილე — ხელმძღვანელის შემცვლელი.
მუხლი 5.3. პროკურორი — პირი, რომელიც ახორციელებს ყოველდღიურ სისხლისსამართლებრივ საქმიანობას და მონაწილეობს სასამართლო პროცესებში.
თავი IV. პროკურატურის უფლებამოსილებები
ნაწილი VI.
მუხლი 6.1. პროკურატურის უფლებამოსილება ვრცელდება ყველა სახელმწიფო სამართალდამცავ და აღმასრულებელ სტრუქტურაზე.
მუხლი 6.2. პროკურატურა უფლებამოსილია გამოიძახოს თანამშრომლები დაკითხვაზე ან ახსნა-განმარტებაზე 4.2.1 და 4.2.2 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მუხლი 6.3. სან ანდრეასის შტატში ორდერების გაცემის უფლებამოსილება ეკუთვნის მხოლოდ სასამართლოს.
პროკურატურის ფუნქცია არის შუამდგომლობის წარდგენა, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე.
თავი V. პასუხისმგებლობა
ნაწილი VII.
მუხლი 7.1. პროკურატურის თანამშრომელი პასუხისგებაშია საკუთარი ქმედებებისა და გადაწყვეტილებებისათვის.
მუხლი 7.2. მიმდინარე საგამოძიებო საქმის დეტალების გასაჯაროება დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 7.7 მუხლით.
შენიშვნა: ეს შეზღუდვა არ ეხება გამოძიების დასრულების შემდგომ 3.2.1 მუხლის შესაბამისად.
თავი VI. დასკვნითი დებულებები
მუხლი 8.1. (აქტის ძალაში შესვლა)
წინამდებარე აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე გუბერნიის ოფიციალურ ფორუმზე და ვრცელდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე.
გუბერნატორის ხელმოწერა: L.Lahaine