Levi
Moderator
- Joined
- Feb 12, 2026
- Messages
- 29
- Thread Author
- #1
[SS] საიდუმლო სამსახური — სან ანდრეასის შტატის ეროვნული უშიშროების სამინისტროს მიერ მართვადი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი მისიაა:
უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ეროვნული ფინანსური სისტემის დაცვა;
სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოება;
ძალაუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების აღკვეთა;
კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა;
სამთავრობო ობიექტებისა და ტერიტორიების უსაფრთხოება.
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1.1. [SS] საიდუმლო სამსახური წარმოადგენს რეგიონალურ სტრუქტურას, რომელიც ექვემდებარება სან ანდრეასის გუბერნატორს, ვიცე-გუბერნატორს და საიდუმლო სამსახურის თანამდებობის პირებს.
მუხლი 1.2. [SS] საიდუმლო სამსახური საქმიანობს შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის აქტისა და სან ანდრეასის შტატის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
მუხლი 1.3. თითოეული თანამშრომელი არის გასაიდუმლოებული პირი.
თავი II. უფლებამოსილებები
მუხლი 2.1. საიდუმლო სამსახურის უფროს ოფიცრებს აქვთ უფლება აწარმოონ გამოძიება:
მთავრობის წევრების შესაძლო კავშირის შესახებ კრიმინალურ დაჯგუფებებთან.
ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.
შენიშვნა: თუ ეჭვმიტანილი არის საიდუმლო სამსახურის უშუალო ხელმძღვანელი, თანამშრომლებს უფლება აქვთ არ შეასრულონ მისი უკანონო ან საეჭვო ბრძანებები.
მუხლი 2.2. თანამშრომლებს ენიჭებათ დაშვების უფლება დაცულ ტერიტორიებზე თანმხლები პირის სამსახურის რანგის შესაბამისად.
მუხლი 2.3. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის გაჩხრეკა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აკრძალულია.
გამონაკლისი: სამართლებრივი ნორმების დარღვევა, არაფხიზელი მდგომარეობა ან ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის თავად თანამშრომელს ან გარემო პირებს.
მუხლი 2.4. საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს აქვს უფლება დაეხმაროს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ვეღარ უმკლავდებიან სან ანდრეასში განვითარებულ კრიმინალურ მოქმედებებს. აღნიშნული მოიცავს როგორც ტერორისტულ აქტს, ასევე შტატის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერი სახის კრიმინალურ მოვლენას.
შენიშვნა: საიდუმლო სამსახურის უპირველესი მოვალეობაა დაიცვას შტატის სამთავრობო პირველი პირები.
მუხლი 2.5. დაკავების ორდერის არსებობის შემთხვევაში, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს აქვთ უფლება იმოქმედონ კანონით განსაზღვრული წესით და განახორციელონ პირის დაკავება.
მუხლი 2.6. შტატის მნიშვნელოვანი პირების დაცვის დროს თანამშრომელს შეუძლია მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
თავი III. თანამშრომლების მოვალეობები
მუხლი 3.1. ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაექვემდებაროს საიდუმლო სამსახურის დირექტორს და მის მოადგილეს.
მუხლი 3.2. საქმიანობის შესრულებისას აუცილებელია სამსახრეობრივად გაწერილი ფორმის ტარება (ფარული ოპერაციების გამონაკლისით).
მუხლი 3.3. ტერორისტული თავდასხმების ან სხვა ფორსმაჟორული ვითარების დროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პირველი პირების უსაფრთხოება.
მუხლი 3.4. საიდუმლო დავალებების შესრულებისას თანამშრომლებს აქვთ უმაღლესი წვდომა საჭირო ობიექტებსა და ინფორმაციაზე, შესაბამისი განკარგულების ან ორდერის საფუძველზე.
მუხლი 3.5. საიდუმლო სამსახურის უზრუნველყოფს სახელმწიფო მოხელეების უსაფრთხოებას, გარდა შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლოს განჩინება.
მუხლი 3.6. სასამართლოს მოთხოვნის შემთხვევაში საიდუმლო სამსახური უზრუნველყოფს სასამართლო შენობის, მოსამართლეთა და სასამართლო პროცესის უსაფრთხოებას.
თავი IV. აკრძალვები
მუხლი 4.1. აკრძალულია თანამშრომლების პირადი ან სამსახურებრივი ინფორმაციის გასაჯაროება.
მუხლი 4.2. აკრძალულია სამსახურებრივი ტრანსპორტის პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
შენიშვნა: პირადი ტრანსპორტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ხელმძღვანელის ნებართვით ფარული ან საგამოძიებო ოპერაციების დროს.
მუხლი 4.3. აკრძალულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება ან ფლობა.
მუხლი 4.4. აკრძალულია მოქალაქეების შეშვება დახურულ ტერიტორიებზე საპატიო მიზეზის გარეშე.
თავი V. დასკვნითი დებულებები
მუხლი 5.1 (აქტის ძალაში შესვლა)
წინამდებარე აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე გუბერნიის ოფიციალურ ფორუმზე და ვრცელდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე.
გუბერნატორის ხელმოწერა: L.Lahaine