კანონი საადვოკატო კოდექსის შესახებ

Levi

Moderator
Joined
Feb 12, 2026
Messages
29
თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1.
ადვოკატი – პირი, რომელიც ფლობს საადვოკატო ლიცენზიას და ახორციელებს კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის იცავს მათ უფლებებსა და ინტერესებს სასამართლოში.


მუხლი 2.
სამართალდამცავი – ფედერალური ბიუროს, სამხედრო პოლიციის, ლოს სანტოსის პოლიციის დეპარტამენტის, შერიფების დეპარტამენტი ან საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი.


მუხლი 3.
ბრალდებული – პირი, რომელიც მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მის მიერ ნაკლებად მძიმე, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ.


მუხლი 4.
ადვოკატის საქმიანობა რეგულირდება მხოლოდ გუბერნიისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.


თავი II. ადვოკატის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 5. ადვოკატის ძირითადი მოვალეობები:


დაიცვას დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები და ინტერესები კეთილსინდისიერად.
დაიცვას პროფესიული ეთიკის კოდექსი.
გამოიყენოს მხოლოდ კანონის მიერ დადგენილი გზები დაცვისთვის.
მუდმივად იმუშაოს პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე.

მუხლი 6. ადვოკატის უფლებები:


მოითხოვოს დაკავებულის გათავისუფლება გირაოს საფუძველზე, თუ საქმე არ არის რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია არასწორად.
მოითხოვოს გათავისუფლება იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული თავისუფლებააღკვეთილია კანონით დადგენილ ვადაზე მეტხანს.
უარი თქვას დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაკითხვის ყველა ეტაპზე.
მოითხოვოს სამხრე კამერის ჩანაწერი სასამართლო პროცესისათვის.
დაასკვნას, მოითხოვოს ან გაასაჩივროს გადაწყვეტილება სასამართლოში.

მუხლი 7. შეზღუდვები:


ადვოკატს ეკრძალება გირაოს თანხის შემცირება ან გაზრდა.
ადვოკატს ეკრძალება გირაოს სახით ფულის გარდა სხვა მატერიალური ფასეულობის მიღება.
ადვოკატს ეკრძალება გათავისუფლება იმ პირის, რომელიც კანონით გირაოს არ ექვემდებარება.
ადვოკატს ეკრძალება თანამშრომლობა სამართალდამცავთან დაკავებულის წინააღმდეგ კანონიერად დაუშვებელ ფორმებში.


თავი III. სამართალდამცავების მოვალეობები ადვოკატის მიმართ

მუხლი 8.
სამართალდამცავი ვალდებულია:


დაკავებულსა და მის ადვოკატს განუმარტოს დაკავების მიზეზი.
უზრუნველყოს ადვოკატის შეუფერხებელი დაშვება დაცვის ქვეშ მყოფთან.
არ შეუზღუდოს ადვოკატს მისი საქმიანობის კანონიერად შესრულება.
არ მოახდინოს გირაოს თვითნებური ცვლილება.

მუხლი 9.
ორდერის ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკავებულთა გათავისუფლება გირაოთი არ ხდება.


თავი IV. გირაოს წესით გათავისუფლება

მუხლი 10.
თუ ბრალდებულს წარდგენილი აქვს სამი ან მეტი მუხლი ერთდროულად, გირაო არ განისაზღვრება.


მუხლი 11. გირაოს ოდენობები:


4.5 ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება დაუდევრობით – 4 წლამდე პატიმრობა → 15,000$
4.7 სხეულის მსუბუქი დაზიანება – 2 წლამდე პატიმრობა → 8,000$
4.8 სხეულის საშუალო დაზიანება – 4 წლამდე პატიმრობა → 12,000$
6.1 საცხოვრებელში უკანონო შეღწევა – 4 წლამდე პატიმრობა → 12,000$
6.2 ქურდობა (1000$-მდე) – 4 წლამდე პატიმრობა → 10,000$
6.3 ქურდობა (10000$-მდე) – 6 წლამდე პატიმრობა → 18,000$
6.4 თაღლითობა – 6 წლამდე პატიმრობა → 20,000$
6.5 ძარცვა – 6 წლამდე პატიმრობა → 20,000$
6.6 ყაჩაღობა – 8 წლამდე პატიმრობა → 25,000$
6.7 ხულიგნობა – 4 წლამდე პატიმრობა → 10,000$
6.8 ტრანსპორტის გატაცება – 6 წლამდე პატიმრობა → 18,000$
6.9 სხვისი ქონების დაზიანება – 6 წლამდე პატიმრობა → 15,000$
6.10 სახელმწიფო ქონების დაზიანება – 8 წლამდე პატიმრობა → 25,000$
6.11 აზარტული თამაშები თავშეყრის ადგილებში – 6 წლამდე პატიმრობა → 12,000$
8.1 იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება, გასაღება – 6 წლამდე პატიმრობა → 20,000$
8.3 ნარკოტიკების (1–10გრ) შეძენა/შენახვა – 4 წლამდე პატიმრობა → 15,000$
10.14 სამართალდამცავის შეურაცყოფა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა → 10,000$
10.2. კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა - 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა → 12,000$
10.5. სამართალდამცავისათვის წინააღმდეგობის გაწევა - 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. → 12,000$
10.4 ჯარიმის გადახდაზე უარი – 4 წლამდე პატიმრობა → 8,000$
6.13. ნიღბის სახეზე ტარება - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. → 8,000$
10.11. დემონსტრაციის მსვლელობის დროს, სამართალდამცავების მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობა - 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. → 15,000$

თავი V. პასუხისმგებლობა

მუხლი 12.
ადვოკატის მიერ კოდექსის დარღვევის შემთხვევაში:


შესაძლებელია ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება;
სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, ადვოკატი ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
დაუშვებელია გირაოს თანხების უკანონო მიღება, თორემ ეს ჩაითვლება კორუფციად.

მუხლი 13.
სამართალდამცავის მიერ ამ კოდექსის დარღვევა იწვევს დისციპლინურ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.


თავი VI. დასკვნითი დებულებები

მუხლი 14. (აქტის ძალაში შესვლა)

წინამდებარე აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე გუბერნიის ოფიციალურ ფორუმზე და ვრცელდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე.



გუბერნატორის ხელმოწერა: L.Lahaine
 
Back
Top Bottom